კონტაქტი

 

შემადგენლობები

ფორტლანდცემენტი

შემაერთებელი კენჭი

კვარცის ქვიშა

მინაღეროვანი ფიბრა

ლითონის არმირება

ფლასპიკატორები

პიგმენტები

პოლიმერები (ბუნებრივი)

 

დანადგარები:

დოზატორი

შემრევი

საყალიბე მატრიცები

ვიბრო მაგიდა

ვაკუუმ აპარატი

საშრობი კარადა

პოლირების დანადგარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეტონის ზედაპირი არის  ერთე-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე ზედაპირი როგორც შიდა ინტერიერისთვის, ასევე გარე ექსტერიერის მოსაწყობად.  მისი საშუალებით შესაძლებელია უნიკალური და განსაკუთული სადა გარემოს შექმნა, რომელიც  ამავდროულად არის მდიდრული და კომფორტული. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მოდური და ძვირად ღირებული საცხოვრებელი და საოფისე ფართების დიზაინში ბეტონის ზედაპირები ასეთი მოცულობით იქნებოდა გამოყენებული.

თანამედროვე ყველაზე პოპულარულ დიზაინურ მიმართულებებში როგორიცაა: Loft, Minimalism, Scandinavian Style,  Eco-style,  Kitsch, Shabby Chic - სწორედ ბეტონის ზედაპირები გამოიყენება და წარნოუდგენელია ამ დიზაინების განხორციელება ბეტონის ფაქტურის გარეშე.

 

 ბეტონის ზედაპირის თვისებები:

 

დადებითი:

  • ეკოლოგიურად  სუფთაა და უსაფრთხო;
  • ხანგრძლივი საეკსპლოტაციო ვადა;
  • გამძლეობა;
  • შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის ნაკეთობის დამზადება;
  • ექვემდებარება შეკეთება აღდგენას;
  • მედეგია ცხელი საგნების მიმართ და ასევე ყინვაგამძლეა;
  • მედეგია წყლის და სარეცხი საშუალებების მიმართ. 

უარყოფითი:

  • სასურველია მოვარიდოთ მჟავების პირდაპირ ზემოქმედებას;
  • ნაკეთობის დიდი მასა.

 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბეტონის ნაკეთობაზე და მის თვისებებზე, რა თქმა უნდა ვგულისხმობთ მხოლოდ მაღალ ხარისხოვან ნაწარმს.

ასეთი ნაწარმის დასამზადებლად აუცილებელია სპეციალური ხარისხის და მარკის  პორტლანდ ცემენტი, კვარცის ქვიშა, ფიბრა და პოლიმერული ინგრედიენტები. მათი გამოყენებით და სპეციალური ტექნოლოგიების განუხრელი დაცვით მზადდება ბეტონის მასა.  ამის შემდგომ მომზადებული ბეტონის თავსდება სპეციალურ საყალიბე მატრიცაში. ბეტონის შრობა მატრიცაში მიმდინარეობს დადგენილი ნორმების შესაბამისად. მატრიციდან ამოღებული ნაკეთობის ზედაპირი მუშავდება და საბოლოო ეტაპზე ხდება ზედაპირის დაფარვა სპეციალური ეკოლოგიურად სუფღა საშუალებით, რომელიც განსაზღვრავს ნაკეთობის საბოლოო იერსახეს და მის მედეგობას სარეცხი საშუალებების მიმართ. ყველა ამ სამუშაოს ჩასატარებლად აუცილებელია სპეციალიზირებული საწარმო, სადაც გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და ეკოლოგიურად უსაფრთხო მარალხარისხოვანი ინგრედიენტები, აგრეთვე ეს საქნიანობა მოითხოვს მწარმოებლის მხრიდან ცოდნას და გამოცდილებას. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უმაღლესი ხარისხის ბეტონის ნაკეთობის მიღება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის გემოვნებას და მოთხოვნას.

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ბეტონის ნაწარმს, რომელსაც ვამზადებთ უახლესი ტექნოლოგიებით და წარმოებაში ვიყენებთ  მხოლოდ ევროპულ ინგრედიენტებს, რომლებიც აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში როგორც უსაფრთხო ნედლეული.  ჩვენ ვიძლევით გარანტიას რომ ჩვენი პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე  და რომ ის  მოგემსახურებათ მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

ჩვენი პროდუქციის ზედაპირის დასამუშავებლად ვიყებნებთ მხოლოდ  გერმანული წარმოების ფირმის " "  გერმეტიკას, რომელიც სერტიფიცირებულია ევროკავშირის მიერ საკვების მაგიდის დასამუშავებლად.  აღნიშნული გერმეტიკი მზადდება ფუტკრის ფიჭის ბაზაზე.

 

 

ჩვენ ძირითადად ვაწარმოებთ ოთხი ფერის პროდუქციას:

ესენია  რუხი (ბაცი), რუხი,  რუხი (მუქი) და ტერაცო (ტერაცო არის ზედაპირი რომელზეც გამოხატულია კენჭები, მინის ნატეხები, მონეტები და სხვა). დანარჩვევნი ფერები იწარმოება მხოლოდ დამკვეთის სურვილის სესაბამისად. 

 

 

შეკვეთის დასამზადებლად გვესაჭიროება 4 დან 6 კვირამდე, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია შეისყიდოთ ასორტიმენტში არსებული უკვე მზა პროდუქცია.

 

 

 

 

 
 

 

ფანჯრის რაფა

 

 

 

 

 

სამზარეულო ზედაპირი

 

 

 

 

სამზარეულო ნიჟარა

 

 

 

 

სააბაზანო ნიჟარა

 

 

 

 

საშხაპე პადონი

 

 

 

მაგიდა

 

 

 

 

 

გრილის მაგიდა

 

 

 

 

სხვა