ძალიან მყარი და ამავდროულად დახვეწილი - ეს არის ძირითადი დახასიათება ჩვენი "ბასის"- ხაზის ბეტონის მაგიდების. თუ თქვენ ეძებთ ეზოსთვის ან სახლისთვის განსაკუთბულ ავეჯს, მაშინ  ბასის მაგიდა არის იდეალური არჩევანი. ჩვენი პროდუქცია მზადდება სპციალური ტექნოლოგიებით, რომელიც უზრუნველყოფს დეტალების ხარისხიან და უზუსტეს დამუშავებას. ჩვენი წარმოება არ არის კონვეირული ტიპის,  თითოეული მაგიდა მზადდება ინდივიდუალურად, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს.

ჩვენი მაგიდების უნიკალურობა მდგომაობს იმაში, რომ მაგიდის ზედაპირების დასამზადებელი ქვიშა და მინერალები მოპოვებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით ქიმიური პიგმენტების გამოყენებას, ფერის და ფაქტურის მისაღებად ვიყენებთ ბუნებრივ, ჩვენს მიერ ბუნებაში შეგროვებულ და შერჩეულ მინერალებს, რაც საუკეთესოდ განაპირობებს მაგიდის ხარისხს, იერსახეს და ინდივიდუალურობას. ამგვარი მასალებით დამზადებული მაგიდის ზედაპირი არის ეკოლოგიურად სუფთა, მაქსიმალურად ბუნებრივია და ინარჩუნებს იერსახეს მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

 პოლირებული ბეტონის ზედაპირი მაგიდისთვის იდეალური და საუკეთესო გადაწვეტილებაა მრავალი მიზეზის გამო. პოლირებული ზედაპირი გარდა იმისა რომ გამძლეა და რესპექტაბელურად გამოიყურება, ასევე ის კომფორტული და პრაქტიკულია მოსახმარად. მისი გაპრიალებული ცვილისებრი ზედაპირი სასიამოვნოა შეხებისას, ის არის ბუნებრივი ქვის ფაქტურის მსგავსი და ამავდროულად არ არის ქვის მსგავსად ცივი.  ბეტონის ნაკეთობის ავეჯი არის ყველაზე გამძლე და მას აქვს ყველაზე დიდი საექსპლუატაციო პერიოდი (მრავალი ათწლეული).   ჩვენი ბეტონის მაგიდის ზდაპირები დამუშავებულია ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული წარმოების SureCrete  XS 327 საშუალებით, რომელიც ზედაპირს იცავს ლაქების გაჩენის და დაზიანებისგან (XS 327 მდგრადია 300 -გადუსამდე, UF-ის მიმართ).

ჩვენი მაგიდები მასიურობიდან გამომდინარე შეგიძლიათ თავისუფლად განათავსოთ ნებისმიერ ქარიან ადგილას.

მაგიდები მყარად იდგმება არასწორ ზედაპირზეც, ამას განაპირობებს მაგიდის სიმაღლეში რეგულირებადი ფეხები.